ჟურნალმა "ფორბსმა" ჰოლივუდის წარმატებული ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ყველსათვის ცნობილი სანდრა ბალოკია. კომედიამ მისი მონაწილეობით "გაგრძელება" რომლის ბიუჯეტი 40 მლნ დოლარი იყო 300 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა. მსახიობმა გასული წლის ივნისიდან 2010 წლის ივლისამდე 56 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო.
მეორე ადგილზეა რიზ უიზერსპუნი, რომლის შემოსავალმაც 32 მლნ დოლარი შეადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი ეკრანებზე 2008 წელს, ფილმში "ოთხი შობა" გამოჩნა.
მესამე ადგილზეა კამეროდ დიასი, რომელსაც ასევე 32 მლნ დოლარიანი შემოსავალი აქვს მიღებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მეოთხე ადგილზე კი ჯენიფერ ენისტონია- 27 მლნ დოლარით. მეხუთე ადგილზე კი 25 მილიონიანი შემოსავლით სარა ჯესიკა პარკერია. ყველაზ დიდი შემოსავლის წყარო პარკერისთვის კვლავ "სექსი დიდი ქალაქშია".