ესტონეთის პარლამენტის ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფმა მიიღო განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ორი წლისთავთან დაკავშირებით
2010 წლის 8 აგვისტოს ესტონეთის პარლამენტის ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფმა მიიღო განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ორი წლისთავთან დაკავშირებით.
ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფი გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ისევ ოკუპირებულია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს არ გააჩნიათ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება, საქართველოს მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, სამშვიდობო და ჰუმანიტარული მისიების წარმომადგენლები მოკლებულნი არიან ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევის შესაძლებლობას.
ესტონეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მოუწოდებს რუსეთს, გამოიწვიოს თავისი გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს - იდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნის პრინციპზე და მოითხოვონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ესტონეთის პარლამენტის ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას და აფასებს ესტონური მხარის მხარდაჭერას.