უკრაინაში საქართველოს ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ უკრაინის მოსახლეობას მიმართა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლაზე თავშეკავებისკენ მოუწოდა.
გრიგოლ ქათამაძემ უკრაინელ ხალხს უკრაინული მეხუთე არხის საშუალებით მიმართა. უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიმართა ასევე სატრანსპორტო ადმინისტრაციას და უკრაინულ ტურისტულ კომპანიებს, თავი შეიკავონ სეპარატისტულ რეჟიმებთან კავშირისაგან.
""მივმართე უკრაინელ ხალხს, რომ არ შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ დაარღვიონ საქართველოს კანონი, ვინაიდან მათ შეექმნებათ სერიოზული პრობლემები საქართველოს კანონმდებლობასთან, როცა ისინი გადაკვეთენ საქართველოს საზღვარს", განაცხადა გრიგოლ ქათამაძემ.