მიმდინარეობს ეფექტური თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, მათ შორის თავდაცვის სფეროში და არის ძალიან საინტერესო სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშილმა ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, იწყება მოლაპარაკებები და შეიძლება დაიწყოს, და სერიოზულად გაღრმავდეს მოლაპარაკებები თვისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.
„ამ თვალსაზრისით, მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორებისა და მათი ინეტერსების დაცვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებულად გაგრძელდეს და მეტი ინვესტორი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში.
საერთოდ თავისუფალ ვაჭრობას თუ შევხედავთ, ჩვენ აქ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად ვიწყებდით მაშინ, როგორც ქვეყანა, რომელსაც დაახლოებით 200-მილიონიან ბაზართან ჰქონდა თავისუფალი ვაჭრობა და დღეს საქართველოს 2-მილიარდიან ბაზარზე შეუძლია თავისუფალი ვაჭრობით გაიტანოს თავის პროდუქცია და ეს პოზიტიურია, და ეს წინაპირობაა ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღების და გამოსწორების, იმიტომ რომ იმ სტრატეგიულ ფუნქციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო ზრდის და აუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს“, - განაცხადა მარგველაშილმა.