აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რომ არ მეღიარებინა, ჩვენ აქ თქვენთან ერთად ახლა ყავას ნამდვილად ვერ დავლევდით. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სოხუმის სანაპიროზე რუს დამსვენებლებთან ერთად ყავის სმის დროს.
მისივე თქმით, "ამჟამად მდგომარეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სულ სხვანაირია".
"ცხოვრება იცვლება და მე მიხარია, რომ თქვენ აქ ისვენებთ და თქვენ აქ მოგწონთ. ჩვენ კი დახმარებას გავაგრძელებთ", _ განუცხადა მედვედევმა დამსვენებლებს.
ამას გარდა, რუსული მედიის ინფორმაციით, სოხუმის სანაპიროზე გასეირნებისას მედვედევი აფხაზ ე.წ. ომის ვეტერანებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.