აფხაზეთში მყოფი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევმა სოხუმის სანაპიროზე გაისეირნა და რუს ტურისტებს გაესაუბრა. სწორედ მათთან საუბარში განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს აეროპორტისა და ავიამიმოსვლის აღდგენაში.
"საჰაერო მიმოსვლა უნდა აღვადგინოთ, ასე უფრო მოსახერხებელი იქნება. ამით დავკავდებით და შესაბამისი პროექტები გვაქვს", _ განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში დღეს ჩავიდა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა.