რუსეთს პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სოხუმში ჩავიდა. "რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთთან ურთიერთობების განვითარებას ყველა სფეროში", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის დროს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მედვედევის ვიზიტი აფხაზეთში მოკლევადიანია და სავარაუდოდ იგი აფხაზეთს დღესვე დატოვებს.
"ჩვენ განვავითარებთ აფხაზეთთან ურთიერთობებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში", _ განაცხადა მედვედევმა.