საქართველოს ხელისუფლება აფხაზებთან და ოსებთან, რუსეთის შუამავლობის გარეშე საუბარს აპირებს. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს აფხაზებსა და ოსებს ელაპარაკოს ყველა საკითხზე, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ მოწყობაზე. თუმცა მისი თქმით, საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელია, რაც ამ რეგიონების დეოკუპაცია მოხდება და იქიდან ყველა რუსი ჯარისკაცი და სამხედრო ბაზა გავა
"ჩვენ შეგვიძლია აფხაზებსა და ოსებს ველაპარაკოთ ყველა საკითხზე, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ მოწყობაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ რეგიონების დეოკუპაცია მოხდება და იქიდან ყველა რუსი ჯარისკაცი და სამხედრო ბაზა გავა", _ აცხადებს მინისტრი და დასძენს, რომ საქართველო აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ, რუსეთის შუამავლობის გარეშე საუბარს აპირებს.
აფხაზებთან და ოსებთან, რუსეთის შუამავლობის გარეშე საუბარის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც განმუხურში "თავისუფლების ბულვარის" გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
"ჩემს უკან არის კედელი, რომელიც ჩვენ ყველას გვაშორებს ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეს კედელი არის მხოლოდ დროებითი წყვეტა. ეს ბულვარი იქნება სიმბლური გზა, რომლითაც ყველა ერთად დავიბრუნებთ აფხაზეთს აფხაზებთან ერთად. დავიბრუნებთ ცხინვალს ოსებთან ერთად. იმიტომ, რატომ ჩვენ ერთმანეთში გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთან საუბარი. შეგვიძლია ერთმანეთის გაგება და ჩვენ გვინდა ისინი იყვნენ ღირსეული მოქალაქეები, ღირსეული და თავისუფალი ქვეყნის, ჩვენი მრავალეროვანი სამშობლოსო, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს, ცხოვრობს ღირსეულად, მშვიდობით და თანხმობით. ასეთი ცხოვრება გვინდა მათთან ერთად და ამას აუცილებად მივაღწევთ", _ განაცხადა ბაქრაძემ.