"ახალი მემარჯვენეები" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ და მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
"აგვისტოში პარტიის ლიდერები და რეგინებში ჩვენი სიით გასული საკრებულოს წევრები რაჭაში და კახეთის რეგიონში გამართავენ შეხვედრებს, სადაც მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ ინფორმაციას მივაწოდებთ და მათთან ერთად საჯარო განხილვებს მოვაწყობთ", - აღნიშნა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, სექტემბრიდან პარტიის ლიდერები უკვე სხვა რეგიონებში გააგრძელებენ კონსტიტუციის ახალი პროექტის შესახებ საჯარო განხილვების მოწყობას.