ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მტკიცება იმის შესახებ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კავკასიაში ორ გიგანტურ რუსულ სამხედრო ბაზებად იქცნენ - აბსურდია. ხოლო საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ შორსაა სახელმწიფოებს შორის ცივილიზებული ურთიერთობებისაგან.
"ეს საქართველოს ხელისუფლების აბსურდული განცხადებაა. ჩვენ თვითონ ვთხოვეთ რუსეთის ფედერაციას და მასთან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას რუსული სამხედრო ბაზების ჩვენს ტერიტორიებზე განთავსების შესახებ. ეს ნორმალურ საერთაშორისო პრაქტიკაა და სახელმწიფოების ურთიერთობების ცივილიზებული ფორმა. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ასეთი ცივილიზაციისა და ურთიერთგაგებისგან", _ განაცხადა კოკოითმა.