ხვალ, ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება. არჩევნები 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში 48 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
არჩევნებს 26 სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება. რეგისტრაცია გაიარა სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ.
არჩევნებში მონაწილეობას 6 კანდიდატი მიიღებს.