კვირიკაშვილი საკუთარ გუნდში როგორც ლიდერი დამარცხდა,რის გამოც ივანიშვილის დაბრუნება გახდა საჭირო. - ეს განცხადება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტვ "პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.
ხიდაშელი ამბობს, რომ "ქართული ოცნება“ ვერ იქცა პოლიტიკური პარტიად, ის დარჩა სახელისუფლებო გაერთიანებად".
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შედეგია, ის რაც "ქართულ ოცნებას" ბოლო ორი წლის განმავლობაში დაემართა. ის ვერ იქცა პოლიტიკურ პარტიად და დარჩა სახელისუფლებო გაერთიანებად როგორიც თავის დროზე იყო მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა და აღორძინება აჭარაში ანუ ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ერთად იმიტომ არიან, რომ ხელისუფლებებაში არიან, თუმცა საკუთარ თავს პარტიას ეძახიან. დღეს ამ ყველაფრის გაფორმება მოხდა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.