დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას აღარ დააბრალებენ.
„ნებისმიერ პარტიაში ხელმძღვანელობის შეცვლა არის იმ პარტიის გადაწყვეტილება. მე ერთადერთი შემიძლია ვუსურვო, რომ ეს იყოს პარტიისთვის სწორი და დადებითი ნაბიჯი. მგონი, ერთი მხრივ, ეს იქნება მაინც, რომ აღარ დააბრალებენ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას და ალბათ, პარტიას სჭირდება ცოტა უფრო აქტიურობა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ზოგადად, საჭიროა, რომ საქართველოში პარტიები უფრო ეფექტიანი და აქტიურები გახდნენ.