რაც უფრო ძლიერია რუსეთი მით უფრო ძლიერი იქნება კავკასია - აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი. მისივე თქმით, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს კავკასიაში მშვიდობის გარანტი.
"რაც უფრო ძლიერია რუსეთი მით უფრო ძლიერია კავკასია. თუკი ვინმეს აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიაში, ისინი რუსეთის საწინააღმდეგოდ რაიმის კეთების ნაცვლად მის გვერდით უნდა იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არაფერი გამოუვათ. ოკეანის მიღმა ადამიანები ვერასოდეს გაიგებენ აქ რამეს და ვერასოდეს გაერკვევიან ჩვენს ტრადიციებში, რომლებიც იმაზე ბევრად უფრო დემოკრატიულია ვიდრე ის "დემოკრატია" რომლის თავს მოხვევასაც ჩვენთვის დასავლეთიდან ცდილობენ", _ აცხადებს კოკოითი და აღნიშნავს, რომ დასავლური "დემოკრატია" მოქმედებს ავღანეთში და ერაყში და მათ "ასეთი დემოკრატია" არ სჭირდებათ.