დღეს, 7 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრეზიდენტი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ჩაფრინდება, სადაც კოლუმბიის ახალი პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციას დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ კოლუმბის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ლათინური ამერიკის და სხვა ქვეყნების პირველი პირებიც არიან მიწვეულები.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა კოლუმბიაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვევა 3 აგვისტოს მიიღო.