აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 2011 წლისათვის აღდგება. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს გააკეთა.
მოსალოდნელია, რომ თავდაპირველად კვირაში ორი-სამი რეისი განხორციელდება.
"მიდის საკითხის დამუშავება, მიდის აეროპორტის მომზადება. ზამთრის პერიოდს ყველა წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად გამოვიყენებთ რუსულ მხარესთან ერთად და შიდა სამუშაოებსაც ჩავატარებთ - ეს არის ასაფრენი ბილიკი, ეს არის ნავიგაცია, ეს არის დისპეჩერიზაცია, ეს არის ფრენების უსაფრთხოება და მთელი კომპლექსი. ვფიქრობ, მომავალი წლიდან რეგულარულ ფრენებს დავიწყებთ. ჯერ კვირაში ორ-სამ რეისს შევასრულებთ, მერე კი მათ რაოდენობას გავზრდით", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი.