რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ 2011 წელს რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის დაახლოებით 10 მილიარდ რუსულ რუბლს გამოუყოფს. პუტინის თქმით, აღნიშნული თანხა ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად გამოიყოფა. ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა პირველ ვიცე-პრემიერთან იგორ შუვალოვთან შეხვედრისას გააკეთა.
"ჩვენ მომდევნო წლისათვის რეზერვში გვაქვს 6,8 მილიარდი რუსული რუბლი სამხრეთ ოსეთისათვის და 3 მილიარდ აფხაზეთისათვის. ამ თანხას ბიუჯეტში ჩავრთავთ, გთხოვთ, კოლეგებთან ერთად წარმოადგინოთ წინადადებები კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით", _ განაცხადა პუტინმა.