ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა 2 აგვისტოს დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ სააგენტო რესი იუწყება.
მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, 22 წლის ზაზა ოქროპირიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 4 აგვისტოს ე.წ. საზღვრის უკონონო დარღევაში დაადანაშაულა და ოკუპირებული რეგიონიდან გამოძევება მიუსაჯა.
იმავე დღეს ოქროპირიძე სეპარატისტებმა შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს გადასცეს.