"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე სანზონის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე ბოგვის ქუჩის მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათ ყველაზე მეტად დაზიანებული გზა აწუხებთ, რის გამოც საკანალიზაციო, სასმელი წყლის მილები დაზიანებულია და ძლიერი წვიმების დროს წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებშიო უვარდებათ. ანტისანიტარულ მდგომარეობის გამო კი ქვეწარმავლები მომრავლდნენ.
მასთან, მათივე მტკიცებით, ხელისუფლებამ არჩევნებამდე მხოლოდ ქუჩაზე დაამონტაჟა გაზის მილები, სახლებში შესაყვანად კი მათგან 400-500 ლარს ითხოვენ.
ზურაბ აბაშიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნონ.
"წლების განმავლობაში ისინი მხოლოდ დაპირებებს ისმენდნენ და მათთვის რეალურად ყურადღება არავის მიუქცევია. ამ რაიონში გზების რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა, თუმცა გაკეთებული არაფერია", - განაცხადა აბაშიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.