20 სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის დღეზე ცხინვალში არგენტინის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს დიეგო მარადონას ელოდებიან.
ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერზე ედუარდ კოკოითზე დაყრდნობით იუწყება.
კოკოითის თქმით, დიეგო მარადონა მან ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის 20 წლისთავზე ვენესუელაში ვიზიტის დროს დაპატიჟა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცხინვალში იმედს გამოთქვამენ, რომ დიეგო მარადონა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლას არა როგორც ნარკომანი, არამდე როგორც ლეგენდარული ფეხბურთელი ისე აპირებს.
ამასთან, ცხინვალის მოსახლება კოკოითის რეჟიმისგან უშედეგო პიარკამპანიების ნაცვლად, რომელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ მარადონას ჩამოყვანაა ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნას მოითხოვს და აცხადებენ, რომ ახლა ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება, სამსახური, ჯანდაცვა და ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის არის აუცილებელი და არა იმპერიის მიყრუებულ ნაწილად ყოფნა.