ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა ე.წ. სამხრეთ ოსეთს 20 სექტემბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერზე ედუარდ კოკოითზე დაყრდნობით ავრცელებს.
კოკოითის თქმით, მან ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა და ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. "დამოუკიდებლობის 20 წლის" თავზე დაპატიჟა, როდესაც იგი ამ ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
"ჩვენს მოწვევაზე დანიელ ორტეგას თანხმობა უკვე მივიღეთ, რაც შეეხება უგო ჩავეს, იგი დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ესტუმრება, მაგრამ ვენესუელაში 23 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებია, ამიტომ მისი 20 სექტემბერს ცხინვალში სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მოახერხებს", - განაცხადა კოკოითიმ.