„აუდიტორია 115“-ის აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. ხუთივე მათგანი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
„აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით აქცია-მსვლელობა 6 აპრილს გაიმართა. აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდნენ. მათ აქციის მსვლელობისას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის მოწოდებას, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და არ შეეფერხებინათ ავტომანქანების გადაადგილება, ისინი არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 5 პირი: 1992 წელს დაბადებული ც. ც., 1991. წელს დაბადებული კ. გ., 1993 წელს დაბადებული გ. ჟ ს. 1995წელს დაბადებული ვ. ჩ და 1993 წელს დაბადებული კ. ა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისათვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
დაკვეებულებს ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენა ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.