ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი გამოცვალა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ედუარდ კოკოითმა ე.წ. თავდაცვის მინისტრად ვინმე ვალერი იახოვეცი დანიშნა.
ინფორმაციის კომიტეტის იუწყება, რომ კოკოითმა ხელი ბრძანებას 2010 წლის 27 ივლისს მოაწერა. ადრე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ვინმე იური ტანაევს ეჭირა. მისი განთავისუფლების ბრძანებას ასევე ედუარდ კოკოითმა მოაწერა ხელი.
"ბრძანება ძალაში შევა ხელმოწერისთანავე", _ იუწყება რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები