უცნობმა პირებმა დაღესტნის ხასავიურტის რაიონში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს ქვედანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მილიციელი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ორმა დაუდგენელმა პირმა მილიციის ქვედანაყოფს ცეცხლი ბაზარ "დაღესტნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მახაჩკალის და ტოტურბოევას ქუჩების კვეთაზე გაუხსნეს, ორი დაჭრილი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა.
თავდამსხმელებმა დაღუპულ რუსი სამართალდამცველების კუთვნილი მაკაროვის სისტემის ტაბელური იარაღები წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცვლებმა ანტიტერორისტული გეგმა "ვულკანი" ამოქმედეს. ამ დროისთვის თავდამსხმელთა ვინაობა კვლავ უცნობია.