დანიელი მეცნიერები არ გვირჩევენ ხელოვნური ვიტამინებისა და სხვა სინთეზური დანამატების მიღებას. ექსპერტთა აზრით, ორგანიზმი ამ აბებიდან არა სასარგებლო ნაერთებს, არამედ სახიფათო სინთეზურ კომპონენტებს იღებს, რაც ღებინების, კუჭის წყლულისა და ნაადრევი სიკვდილის განვითარების რისკს ზრდის.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვიტამინ A, C და E-ს რეგულარულად იღებდნენ, უფრო ადრე იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ამ ვიტამინებს არ მოიხმარდნენ. მეცნიერთა თქმით, ადამიანებისთვის ვიტამინების ძირითად წყაროს ხილი და ბოსტნეული უნდა წარმოადგენდეს. მათი ცილოვანი სტრუქტურა სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ადრინდელი კვლევებით კოლორადოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ბეტა კაროტინის დიდი რაოდენობით მიღება ფილტვის კიბოს განვითარების რისკს 20%-ით ზრდის, ხოლო C ვიტამინის გადაჭარბებული გამოყენება გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების განვითარების 34% -ით მატებას იწვევს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვიტამინების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.