ჩინელმა მკვლევარებმა ის პროდუქტები დაადგინეს, რომელიც ინსულტისა და დიაბეტის განვითარების საფრთხეს ამცირებს. როგორც აღნიშნავენ, ამ დაავადებების პრევენციისთვის აუცილებელია მაგნიუმის შემცველი პროდუქტების მიღება.
მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს მილიონზე მეტი ადამიანის მონაწილეობით. სპეციალისტებმა გააანალიზეს მოხალისეთა სამედიცინო მონაცემები და დაასკვნეს, რომ მაგნიუმით მდიდარი პროდუქტების მოხმარება შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს 26%-ით ამცირებს, თავის ტვინის ინსულტის და გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს, შესაბამისად, 12% და 10%-ით.
მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს თხილეული, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ფოთლოვანი ჭარხალი და სხვ.), კაკაო, ასევე, მარცვლოვნები (წიწიბურა, ბრინჯი), მსხვილად დაცეხვილი ხორბლისგან მომზადებული პური.