დამნაშავეები ყველაფერზე მიდიან, რომ პროცესი ჩაიშალოს, ცდილობენ მოთმინებიდან გამომიყვანონ და ამას რაღაც დოზით ახერხებენ, ისეთ პროვოკაციებზე მიდიან, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველმა სასამარლოში განაცხადა.
მისი თქმით, ბაქრაძემ დღეს აღიარა მისი დანაშაული და ინანიებს.
"ზაზა ბაქრაძე არის მათთვის მომაკვდინებელი მოწმე, ბაქრაძემ დღეს აღიარა მისი დანაშაული და ინანიებს. დამნაშავეები ყველაფერზე მიდიან რომ პროცესი ჩაიშალოს, ცდილობენ მოთმინებიდან გამომიყვანონ და ამას რაღაც დოზით ახერხებენ ისეთ პროვოკაციებზე მიდიან. მათ უნდათ პროცესი ჩაშალონ რომ ბაქრაძის აღიარებითი ჩვენების მიცემა არ მოხდეს. თუმცა, მათ ეს ვერ მოახერხეს. თავხედი დონაძე საშინელ რაღაცებს ამბობს, რომ მოთმინებიდან გამომიყვანოს", - განაცხადა შესვენების დროს პროცესიდან გამოსულმა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.
რამდენიმე წუთში სასამართლოს ჩვენებას კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე მისცემს.