საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 აგვისტოს, კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციაზე მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში 7 აგვისტოს გაიმართება.
სტუმრებს შორის მიწვეული არიან მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები, მათ შორის, რეგიონის ქვეყნების პირველი პირები.