რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამივე მათგანი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
არსებული ცნობით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.