ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის და თაყაიშვილის ქუჩებს კვეთაში კორპუსზე მიმაგრებულ ამწეს ფოლადის ნაწილი მოტყდა და ჩამოვარდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც კომპანია "ჩემი სახლის" იურისტმა "აჭარის ტელევიზიას" განუცხადა, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა სამუშაოები სახლის სახურავზე მიმდინარეობდა. შემთხვევის დროს კი თანამშრომლები, რომლებსაც ამწის მართვა ევალებოდათ, იქ იმყოფებოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.