ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.
ავტოავარიას მეთერთმეტე კლასელი გოგონა ემსხვერპლა, რომელიც ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
ავტომანქანაში 5 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვლილი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.