ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს – 1967 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ თ.ქ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით”, – ნათქვამია შსს-სმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის ჰოსპიტალში გადაიყვანა, საიდანაც ის თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.