ურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ხის კოტეჯში გაჩენილ ხანძარს 90-წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
ხის კოტეჯს გამთენიას გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, მოხუცი მამაკაცი შენობაში მარტო იმყოფებოდა. ის მეზობლებმა აივანზე უკვე გარდაცვლილი იპოვეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.