თელავის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის საწყობში რკინის შედუღების დროს, შენობაში ბუნებრივი აირი დაგროვდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტებს დამწვრობა აღენიშნებათ და შემდგომი მკურნალობისთვის თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყვანა იგეგმება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.