ზუგდიდში, მოტოციკლი და ავტომანქანა ერთმანეთს შეჯახნენ. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ტრავმული შოკი და გულმკერდის დახურული ტრავმა აღენიშნება. მას გამოკვლევები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.