ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში ავტომანქანა ჭიშკარს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა. დაშავბეულებს შორის ორი მცირეწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, მანქანას ახალგაზრდა ქალი მართავდა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.