ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვართან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.