საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგენკოს განცხადებით, გუდაურში დაშავებულთა შორის ორსული ქალია.
როგორც სერგეენკომ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, კლინიკას 8 ადამიანმა მიმართა, მათგან 1 უკვე გაეწერა. მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 7 პაციენტი რჩება, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ცნობისთვის, გუდაურში, დაახლოებით 2 საათის წინ საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა.