ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც მოკლულის ბიძაშვილია, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მკვლელობის მოტივად ვალი სახელდება.