საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბაქოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავეშოღლუსთან.
მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ ფორმატებში. ამ მხრივ მინისტრები მიესალმნენ აზერბაიჯანი-საქართველო-ირანი-თურქეთის თანამშრომლობის ოთხმრივ ფორმატს, რომლის პირველი შეხვედრაც ბაქოში იმართება.
მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო შეხვედრის საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და თურქეთის მონაწილეობას საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში.
მინისტრებმა ისაუბრეს ნატო-ს ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსა და ნატო-ს მომავლ სამიტზე. თურქეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ და აღნიშნა, რომ თურქეთი მომავალშიც ყველა შესაბამის ფორმატში გააგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას.
მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქეთის მხარე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში მოიწვია. მევლუთ ჩავიშოღლუმ მიულოცა საქართველოს საიუბილეო თარიღი.
მიხილ ჯანელიძე ბაქოს სამუშაო ვიზიტით 14-15 მარტს სტუმრობს. მინისტრი მონაწილეობს აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების ოთხმხრივ შეხვედრაში, მან ასევე მონაწილეობა მიიღო ბაქოს გლობალურ ფორუმში.