ოზურგეთში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.
არსებული ინფორმაციით, მან თვითმკლელობა საბანკო დავალიანების გამო სცადა.
შუახნის ქალი გამვლელებმა და პოლიციამ გადაარჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.