სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ ამერიკაში აფხაზური დელეგაციის მიერ განხორციელებული ვიზიტის შედეგად ლათინური ამერიკის ქვეყნები აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ღვინჯიას თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება კუბასთან, არგენტინასთან, ბრაზილიასა და ჩილესთან.
"აფხაზეთში უკვე იწყებს მუშაობას ორი მსხვილი კომპანია ჩილედან და უახლოეს მომავალში აქ ჩილელი ბიზნესმენების დიდი ჯგუფი ჩამოვა", _ აცხადებს ღვინჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008ელიდან მოყოლებული სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა ნაურუმ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს.