12-19 სექტემბერი ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები ბათუმში ეპატიჟებიან ასვე ქართველ ბლოგერებს, რომლისთვისაც ორგანიზატორებს სპეციალური შეთავაზება აქვს.
ორგანიზატორების განმარტებით ქართველ ბლოგერებზე გაიცემა აკრედიტაცია, რაც საშუალებას მისცემთ დაესწრონ ფესტივალზე გამართულ ნებისმიერ კინოჩვენებას.
ბლოგერებს ფესტივალის გაშუქებისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ-კლასს, ჩაწერონ ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები.
ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება.
ფესტივალის მიმდინარეობისას გამოცხადდება ასევე კონკურსი - სამი ბლოგერი, რომელიც ყველაზე ინტენსიურად დასაინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს. 2011 წელს შერჩეული ბლოგერების ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისინი მიწვეული იქნებიან კინოფესტივალის გახსნის და დახურვის წვეულებაზე.