"კავკასიის საემიროების ემირმა" დოკუ უმაროვმა უფლებამოსილება მოიხსნა და თავის შემცვლელად ასლამბეკ ვადალოვი დაასახელა. შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტ საიტმა "კავკაზცენტრმა" გაავრცელა.
ჯერ-ჯერობით უმაროვის "გადადგომას" არავითარი გამოხმაურება არ მოყოლია. ინტერნეტ მიმართვაში, რომელიც საიტზეა გამოქვეყნებული უმაროვი აცხადებს, რომ იგი უფლებამოსილებას გადასცემს მასზე ახალგაზრდა და "უფრო ენერგიულ" ადამიანს ასლამბეკ ვადალოვს.
მან ასევე აღნიშნა, იგი გააგრძელებს ჯიჰადს და დაეხმარება "კავკასიის საემიროების" ახალ ემირს.
არსებული ინფორმაციით, ვადალოვი "აღმოსავლეთის ფრონტს" ხელმძღვანელობდა. იგი 1994-1996 წლების ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. 1999 წელს ჰატაბის მეთაურობით იბრძოდა ფედერალური ჯარების წინააღმდეგ. 2007 წელს მან ერთ-ერთმა პირველმა დადო ფიცი უმაროვის წინაშე.
სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, უმაროვის მიერ უფლებამოსილებაზე უარის თქმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის განპირობებული.