გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ოპელის“ მარკის ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. მოპედს არასრულწლოვანი მართავდა, რომელსაც ჩაფხუტი არ ეკეთა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.