ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს.
ჭრილობა არასრულწლოვანს ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი მოზარდებს შორის მოხდა.