"საქართველოს კაპიტალი" ქვეყნის ჯანდაცვის ჯგუფში წილს 49%-მდე შეიმცირებს.
"საქართველოს კაპიტალის" გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით, აქციების გაყიდვა წელს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოხდება და წილი 57%-დან 49%-მდე შემცირდება.
რაც შეეხება გაყოფის შემდეგ "საქართველოს ბანკში" დარჩენილ 19.9%-ს, ამ პაკეტიდან აქციიების დიდი ნაწილი შემდეგ 1-2 წელში გასხვისდება, თანხები კი, იქნება რეინვესტირებული საქართველოში, სხვადასხვა პროექტში.
გილაური 3-6 თვეში ახალი პროექტების პრეზენტაციასაც აანონსებს.