საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს.
უწყების ცნობით, მას სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის გულისხმობს.
მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.