წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება დაშავებულებს, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ისინი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.