პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში 23 წლის ქალი დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიღებული.
როგორც ირკვევა, დაშავებულს იარაღი შემთხვევით გაუვარდა.
მას პირველი ოპერაცია ახმეტის, შემდეგ კი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.